საქართველოს პრეზიდენტი

ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლები დააჯილდოვა – სია

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichvili/Facebook

დღეს, 10 დეკემბერს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე "გამოვლენილი სამაგალითო სამოქალაქო თავდადებისათვის, განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული მამაცობისათვის მედლით სამოქალაქო თავდადებისათვის" მედიის წარმომადგენლები დააჯილდოვა. 

"უღრმესი მადლობა, მაგრამ თქვენ მადლობისთვის არაფერს არ აკეთებთ. თქვენ ამას აკეთებთ იმიტომ, რომ გესმით ბოლომდე, რას ნიშნავს თქვენი პროფესიული ვალდებულება [...] ხვალ ალბათ თქვენზე წამოვა კიდევ უფრო ძლიერი ზეწოლა, თუ ესენი გააგრძელებენ ყოფას ამ მდგომარეობაში იმიტომ, რომ თქვენ ხართ ის ფანჯარა, რომლის საშუალებით ჩვენ ვხედავთ, რაც ხდება. თქვენ რომ არ იყოთ, ადამიანები, ვინც არ არიან გარეთ დემონსტრაციებზე იმიტომ, რომ არ შეუძლიათ, იმიტომ, რომ ყველას კი არ შეუძლია იქ დგომა,  იმათ არ ეცოდინებოდათ, რა ხდება, თუნდაც პროტესტის ერთი ნაწილიდან მეორე ნაწილამდე, რომელიც ძალიან გაშლილი არის მთელ ქალაქში ან სხვადსხვა ქალაქებში, არ გვეცოდინებოდა, რომ ქვეყანა მთლიანად დგას ამ უსამართლობის წინააღმდეგ. ასე რომ, თქვენი ყოფნა თქვენი ეს თავდადება არის ძალიან მნიშვნელოვანი დღეს, ხვალ და მუდამ. ამ თავდადებისთვის მე დღეს თქვენ გაჯილდოებთ". - თქვა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა დააჯილდოვა:

  • ჯონი ბაკურიძე
  • სერგი ბარამიძე
  • ნუცა ბახუტაშვილი
  • დავით ბერაძე
  • დავით ბიჭიკაშვილი
  • სალომე ბოკუჩავა
  • ნიკა ბუჩაშვილი
  • მინდია გაბაძე
  • მარიამ გაფრინდაშვილი
  • რუსუდან დუმბაძე
  • აკაკი ზარქუა
  • ვასილ ივანოვი-ჩიქოვანი
  • მალხაზ კანდელაკი
  • დავით კობიძე
  • ნიკოლოზ კოკაია
  • ანა ლომთაძე-მდივანი
  • მარიამ მაკა სარაშვილი
  • დეა მამისეიშვილი
  • მიხეილ მარტიაშვილი
  • მირიან მელაძე, 
  • გივი მჭედლიშვილი, 
  • მარიამ ნიკურაძე, 
  • გურამ როგავა, 
  • დავით ქაშიაშვილი, 
  • ნანა ქაჯაია, 
  • ალექსანდრე ქეშელაშვილი, 
  • გენადი ქვაჩახია, 
  • ბექა ყორშია, 
  • გიორგი შეწირული, 
  • მაკა ჩიხლაძე, 
  • ქეთევან ციცქიშვილი, 
  • პავლე ხაჩიძე, 
  • ირინა ყურუა
  • ბესარიონ გაფრინდაშვილი

ბესარიონ გაფრინდაშვილი ღონისძიებას ვერ დაესწრო, ირინა ყურუას ნაცვლად კი ჯილდო მის შვილს, ანასტასია გოგოლიშვილს, გადაეცა.

გარდა ამისა, ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ რადიო თავისუფლების ჟურნალისტებს გამოცემის ეთიკის წესებიდან გამომდინარე ვერ აჯილდოებს. 

კომენტარები