რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა ქვეყნიდან ვაზნების ექსპორტის დროებითი აკრძალვის შესახებ დადგენილება დაამტკიცა

რუსეთმა დაამტკიცა დროებითი აკრძალვა ქვეყნიდან სამოქალაქო და სამსახურებრივი იარაღის, აგრეთვე გარკვეული კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნების ექსპორტის აკრძალვის შესახებ. დადგენილებას რუსეთის ფედერაციის პრემიერმინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა მოაწერა ხელი. ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე ქვეყნდება.

ოფიციალური ინფორმაციით, აკრძალვა არ ვრცელდება რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ან სხვა ტიპის სამხედრო ფორმირებების საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით ვაზნების ექსპორტზე. 

ამავე ინფორმაციით, განკარგულება მომზადდა პრეზიდენტის დადგენილების "რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სფეროში სპეციალური ეკონომიკური ზომების გამოყენების შესახებ" აღსრულების ფარგლებში.

გარდა ამისა, რეზოლუციაში დეტალები არ არის მითითებული. მხოლოდ ნათქვამია, რომ აკრძალვა მიმდინარე წლის ბოლომდე შევა ძალაში.

როგორც BBC-ი წერს, ამ ფორმულირებიდან გამომდინარეობს, რომ ვაზნების ექსპორტი უკრაინაში, სირიასა და აფრიკის ქვეყნებში, ანუ იქ, სადაც კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერი მოქმედებდა, კვლავ გაგრძელდება. 

ამასთანავე, უკავშირდება თუ არა აღნიშნული დადგენილება საბრძოლო მასალის ნაკლებობას, ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები