საქართველოს პრეზიდენტი

ზურაბიშვილი შეწყალებაზე: საჭირო არაა ჩემი დაშინება, იმას გავაკეთებ, რასაც საჭიროდ მივიჩნევ

თუ გადავხედავთ ზოგიერთ ჩარევას, მინდა ცხადად ვთქვა, მიუხედავად იმისა, რომ პატარა ქვეყანას წარმოვადგენ, პრეზიდენტის დისკრეციული ძალაუფლება თანასწორად პატივცემული უნდა იყოს, როგორც დიდ, ისე პატარა ქვეყანაში, რადგან შეწყალება არის პრეზიდენტის მიერ შიგნიდან თუ გარედან ყოველგვარი ზეწოლის გარეშე განხორციელებული უფლება.

მინდა მივმართო ზოგიერთ სახელისუფლებო წრეს, რომ საჭირო არაა ჩემი დაშინების მცდელობა, რადგან მე გავაკეთებ იმას, რის გაკეთებასაც საჭიროდ მივიჩნევ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ვეტოები დაძლეული იყო და იქნება ახლანდელი უმრავლესობის მიერ, ისინი მხარდაჭერილი იქნება ასობით ათასი ქართველის მიერ, რადგანაც ჩვენ გვაქვს საერთო პრინციპი. მე ნამდვილად აქტიურად ვმუშაობ საქართველოს ევროინტეგრაციისკენ, მე ვახორციელებ შეხვედრებს სხვადასხვა ევროპულ ქვეყნებში, როგორც დღეს, თქვენთან.

თქვა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები