ბრაზილია

ლულამ სამხრეთ ამერიკის მასშტაბით ერთიანი ვალუტის შემოღების ინიციატივა წარადგინა

REUTERS/Mariana Grei

ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ სამხრეთ ამერიკის ლიდერებთან შეხვედრისას რეგიონში ერთიანი ვალუტის შემოღების ინიციატივა წარადგინა

ლულას წარმოდგენით, საერთო ვალუტა მერკოსურის ბლოკის ქვეყნებს (არგენტინა, ბრაზილია, პარაგვარი, ურუგვაი) გააერთიანებს. 

"გავაძლიეროთ სამხრეთ ამერიკული იდენტობა მონეტარული პოლიტიკით, გაუმჯობესებული საკომპენსაციო მექანიზმებითა და სავაჭრო ტრანზაქციებისათვის საერთო გაცვლის კურსის შემოღებით, ნაცვლად იმისა, რომ რეგიონს მიღმა ვალუტაზე ვიყოთ დამოკიდებული". - აღნიშნა ლულამ თავის გამოსვლაში. 

სამხრეთ ამერიკის ქვეყნების მიერ ერთიანი ვალუტის შემოღების იდეა პირველად 1991 წელს გაჩნდა და მას შემდეგ პერიოდულად ამ თემასთან დაკავშირებით დისკუსია ახლდება. 

თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ სამხრეთ ამერიკის მასშტაბით სხვადასხვა ქვეყანას ერთმანეთისგან განსხვავებული მონეტარული პოლიტიკა აქვს არჩეული, ახლო მომავალში ინიციატივის აღსრულება ნაკლებად წარმოსადგენია. 

კომენტარები