სერგეი ლავროვი

"დასკვნა ძალიან მარტივია, დასავლეთი პირდაპირ უჭერს მხარს გენოციდს" – ლავროვი

REUTERS/Maxim Shemetov/Pool

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თქვა, რომ დასავლეთი უკრაინაში გენოციდს უჭერს მხარს. ამის შესახებ მან აფრიკაში ვიზიტისას ისაუბრა

როგორც ლავროვმა აღნიშნა, დასავლეთის მიერ უკრაინაში გენოციდის მხარდაჭერა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სამშვიდობო გეგმის მხარდაჭერის შედეგია. 

მისივე თქმით, სამშვიდობო გეგმის მხარდაჭერა აღმოსავლეთ უკრაინასა და ყირიმში "გაანადგურებს ყველაფერ რუსულს".

"დასკვნა ძალიან მარტივია – დასავლეთი პირდაპირ უჭერს მხარს გენოციდს". – თქვა ლავროვმა პრესკონფერენციაზე.

კომენტარები