სერგეი ლავროვი

ტრამპს ესმის რუსეთის პოზიცია NATO-სთან მიმართებით – ლავროვმა აშშ-სთან შეხვედრა შეაფასა

სერგეი ლავროვი და ვლადიმირ პუტინი
EPA-EFE/SEAN GALLUP

საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი რუსეთის დუმის წინაშე სამთავრობო საათის ფარგლებში წარსდგა. 

ლავროვმა რუსეთის პარლამენტში აშშ-სთან დაწყებული მოლაპარაკებების შესახებ ილაპარაკა.

სერგეი ლავრობის მთავარი გზავნილები აშშ-სა და რუსეთის შეხვედრის შესახებ:

  • რუბიომ რუსეთთან მოლაპარაკებებისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტრამპის გუნდი ემყარება სახელმწიფოების ეროვნული ინტერესების აღიარებას;
  • რუსეთისა და აშშ-ს ინტერესები ერთმანეთს არასდროს დაემთხვევა ბოლომდე, მაგრამ დამთხვევის შემთხვევაში ორივე მხარემ უნდა ნახოს მოგება;
  • აშშ-მ რუსეთთან მოლაპარაკებისას აღნიშნა, რომ სახელმწიფოთა შორის განსხვავებულმა ინტერესებმა არ უნდა გამოიწვიოს კონფრონტაცია;
  • ყველა მიმართულებით იწყება რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობების ნორმალიზება;
  • რუსეთმა და აშშ-მ უნდა "გადაქექოს" ბაიდენის ადმინისტრაციის მემკვიდრეობა;
  • ტრამპს ესმის რუსეთის პოზიცია NATO-სთან მიმართებით;
  • რუსეთი აშშ-სთან სამომავლო შეხვედრების მომხრეა, რათა მხარეებმა უფრო მეტად მოუსმინონ ერთმანეთს;

კომენტარები