ქართული ოცნება

"თუ გვინდა, პოლარიზაცია ავიცილოთ, მაშინ სტატუსი მოგვანიჭეთ" – პრემიერი უსაფრთხოების ფორუმზე

ირაკლი ღარიბაშვილი
იმედი

"სტატუსი დაასრულებს პოლარიზაციას საქართველოში". - ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ბრატისლავაში, უსაფრთხოების ფორუმზე საუბრისას. 

მანამდე პრემიერმა თქვა, რომ ივნისისთვის ევროკომისიის ყველა რეკომენდაცია იქნება შესრულებული, გარდა პოლარიზაციის დასრულებისა.  

"თუ გვინდა, თავიდან ავიცილოთ შემდეგ სამიტზე მსგავსი კითხვები და მსგავსი პოლარიზაცია, მაშინ სტატუსი მოგვანიჭეთ. სტატუსი დაასრულებს პოლარიზაციას საქართველოში". - თქვა ღარიბაშვილმა. 

მანამდე ღარიბაშვილს შოთა ღვინერიამ დაუსვა კითხვა, აქვს თუ არა მთავრობას გააზრებული რუსეთზე დამოკიდებულების გაზრდის შედეგები და ოკუპანტთან ურთიერთობების დაჩქარების პირობებში რა გავლენა ექნება საქართველოზე რუსეთის დამარცხებას. პრემიერმა კითხვას პროვოკაციული უწოდა.

"დარბაზისთვის მინდა ვთქვა, ვინ არის ეს ადამიანი - ოპოზიციის წარმომადგენელია, ოპოზიციის რიგებიდან არის. იყო ჩვენი მთავრობის წევრი ორიოდე წლის წინ. ცოტათი უცნაური არ არის, რომ ჩამოვიდა ბრატისლავაში და დამისვა ეს პროვოკაციული შეკითხვა? 

დარბაზში ყველას ესმის, რომ საქართველო აჩვენებს ძალიან გონივრულ, ძალიან პრაგმატულ, საკმაოდ უნიკალურ დამოკიდებულებას. ჩვენ ამ რთულ სიტუაციაში ნავიგაციას ვცდილობთ და თან წინ მივიწევთ ჩვენს ევროკავშირის გზაზე. კონკრეტულ. ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ჩვენ გავაკეთეთ მაქსიმუმი. ამიტომ, სჯობს აქცენტი გავაკეთოთ გაერთიანებაზე, ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი - ასეთი ყალბი ინფორმაციის გავრცელება არ უნდა ხდებოდეს, რომ რუსეთთან ურთიერთობები გააქტიურდა". - უპასუხა მას ირაკლი ღარიბაშვილმა. 

კომენტარები