ქართული ოცნება

პრემიერი: 2012-ში ჩვენ დავნერგეთ ახალი, სტრატეგიული მოთმინების მიდგომა

ჩემი, ყველა ქართველის და ჩვენი მთავრობის საბოლოო მიზანი არის იმის მიღწევა, რასაც ჰქვია დეოკუპაცია მშვიდობიანი გზით. 2012 წელს, როცა მოვედით ხელისუფლებაში, ჩვენ დავნერგეთ ახალი მიდგომა - ჩვენ მას სტრატეგიულ მოთმინებას ვუძახით. საქართველოს აქვს უშუალო საზღვარი - 600 კმ. რუსეთთან. ეს არის ჩვენთვის დიდი გამოწვევა. მიუხედავად იმისა, რომ ერთის მხრივ ეს ოკუპაცია ჩვენს ქვეყანას უდიდესი რისკებისა და გამოწვევების წინაშე აყენებს, მეორე მხრივ, საქართველომ მოახერხა და მიაღწია უსაფრთხოების, სტაბილურობის და მშვიდობის უზრუნველყოფას.  

თანამედროვე ისტორიაში, როცა 90-იან წლებში დამოუკიდებლობა დავიბრუნეთ, ჩვენი მთავრობის არსებობა არის ერთადერთი პერიოდი, როდესაც ქვეყანაში მშვიდობა გვაქვს. სხვა მთავრობის პირობებში, 90-იანებიდან მოყოლებული, გვქონდა ომი, ესკალაცია და კონფლიქტი. ჩემ პერიოდში ეს არ ყოფილა, ტერიტორიებიც არ დაგვიკარგავს. 

ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე. 

კომენტარები