რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ISW: ბახმუტსა და მის მიმდებარედ რუსეთის შეტევითი ოპერაციები მნიშვნელოვნად მცირდება

უკრაინელი სამხედრო 105-მმ-იან ჰაუბიცასთან, ბახმუტი, 2023 წლის 8 მარტი.
ARIS MESSINIS/AFP via Getty Images

ამერიკული სამხედრო ანალიტიკური ცენტრის, ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) 7 მაისის ანგარიშში წერია, რომ კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის მებრძოლები ბახმუტს ტოვებენ, რის გამოც, ქალაქზე შეტევები მნიშვნელოვნად შემცირდა

"ვაგნერის დაქირავებული მებრძოლები ბახმუტიდან უკან იხევენ, რათა ძალები აღიდგინონ და გადაჯგუფდნენ. რუსეთის შეტევითი ოპერაციები ქალაქსა და მის მიმდებარედ მცირდება". - წერია ანგარიშში. 

უკრაინის სამხედრო მაღალჩინოსნების თქმით, რუსეთის შეტევები ბახმუტზე ორი მიმართულებით შემცირდა. უკრაინის თავადცვის მინისტრის მოადგილის, ჰანა მალიარის ინფორმაციით, ეს უკავშირდება რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალების გადაჯგუფებას. 

ISW-ი უკრაინის გენერალურ შტაბზე დაყრდნობით წერს, რომ რუსულმა ძალებმა წარმატებას ვერ მიაღწიეს ორი მიმართულებით - ბახმუტის დასავლეთით და ქალაქის სამხრეთ-დასავლეთით, პრედჩეტინის მიმართულებით.

ვაგნერელების მიერ ბახმუტის დატოვებაზე ისაუბრა უკრაინის ეროვნული თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ ვაგნერის ჯგუფის მებრძოლები ბახმუტიდან გაიყვანეს, თუმცა უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებენ.

პრიგოჟინს ბახმუტიდან ვაგნერის ძალები გაჰყავს, პოზიციებს რუსეთის არმიას უთმობს

კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელი, რუსი ოლიგარქი ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ ქალაქი ბახმუტიდან საკუთარი ძალების გაყვანა და პოზიციების რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის გადაცემა დაიწყო.

"ბახმუტიდან გაგვყავს ქვედანაყოფები. ახლა დილის 5 საათია. 25 მაისი. 1-ელ ივნისამდე ძირითადი ნაწილები უკანა ხაზის ბანაკებში გადავა. პოზიციებს სამხედროებს ვუთმობთ". – თქვა პრიგოჟინმა.

პრიგოჟინმა გავრცელებულ ვიდეოში გამოაჩინა ვაგნერის ორი წევრი, რომლებმაც, მისი თქმით, ბახმუტის აღებაში მთავარი როლი შეასრულეს. მისი თქმით, ის მათ დაუტოვებს რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, "თუ სამხედროებს გაუჭირდებათ".

გირკინი: ვაგნერი, როგორც დამრტყმელი ძალა, აღარ არსებობს

როგორც გირკინმა აღნიშნა, გასულ დღეებში ვაგნერის ჯგუფის ბახმუტის მიმართულებით ფლანგებს რუსეთის შეიარაღებულ ძალებს იმიტომ უთმობდა, რომ იერიშის ყველა მიმართულებით გაგრძელება აღარ შეეძლოთ. ამას გარდა, გირკინი თვლის, რომ ვაგნერის დამფუძნებელს, ოლიგარქ ევგენი პრიგოჟინს პოლიტიკური მიზნები აქვს, თუმცა მისი ძალების დასუსტება ამ ყველაფერში ხელს შეუშლის.

კომენტარები