რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პრიგოჟინს ბახმუტიდან ვაგნერის ძალები გაჰყავს, პოზიციებს რუსეთის არმიას უთმობს

კადრი ევგენი პრიგოჟინის მეირ გავრცელებული ვიდეოდან

კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელი, რუსი ოლიგარქი ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ ქალაქი ბახმუტიდან საკუთარი ძალების გაყვანა და პოზიციების რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის გადაცემა დაიწყო.

"დღეს ბახმუტიდან გაგვყავს ქვედანაყოფები. ახლა დილის 5 საათია. 25 მაისი. 1-ელ ივნისამდე ძირითადი ნაწილები უკანა ხაზის ბანაკებში გადავა. პოზიციებს სამხედროებს ვუთმობთ". – თქვა პრიგოჟინმა.

პრიგოჟინმა გავრცელებულ ვიდეოში გამოაჩინა ვაგნერის ორი წევრი, რომლებმაც, მისი თქმით, ბახმუტის აღებაში მთავარი როლი შეასრულეს. მისი თქმით, ის მათ დაუტოვებს რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, "თუ სამხედროებს გაუჭირდებათ".

"ბიჭებო, არ გააბრაზოთ სამხედროები, კარგი?". – უთხრა ვიდეოში პრიგოჟინმა ორ ვაგნერელს. 

პრიგოჟინმა 20 მაისს განაცხადა, რომ მისმა ძალებმა ქალაქი ბახმუტი სრულად დაიკავეს. ვაგნერის დამფუძნებლის ამბობდა, რომ მისი ძალები ქალაქს 25 მაისამდე გაამაგრებდნენ, შემდეგ კი პოზიციებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალებს გადასცემდნენ და წავიდოდნენ დასასვენებლად და გადასამზადებლად, მანამ, სანამ ქვეყანას ხელახლა არ "დასჭირდებიან".

გირკინი: ვაგნერი, როგორც დამრტყმელი ძალა, აღარ არსებობს

კომენტარები