პირდაპირი ფრენები რუსეთთან

პრემიერი პუტინის განცხადებაზე: ალბათ, სააკაშვილის მთავრობას გულისხმობდა

ოფიციალურ მთავრობასა და ოფიციალურ ხელისუფლება ამის [ფრენების აღდგენაზე] თაობაზე არავითარი მოლაპარაკებები არ გვქონია. ვიცით, რომ დიასპორის ძალიან ბევრი წარმომადგენელი ითხოვდა ამას, ქართული ბიზნესი ითხოვდა, სხვა ჯგუფებიც ითხოვდნენ ამას, და ეს ხდებოდა წლების განმავლობაში. 

მთავარი მინდა გითხრათ, მთავარზე გააკეთოთ აქცენტი - თუ ვინმე ითხოვდა რუსეთთან ფრენების აღდგენას, ვაჭრობის აღდგენას, ეს იყო სააკაშვილი და მისი მთავრობა. ალბათ, მე ვფიქრობ, ჩემი განცდა ასეთია, რომ ალბათ პრეზიდენტი [ვლადიმირ პუტინი] გულისხმობდა სააკაშვილის მთავრობას.

ამბობს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი. 

"მეჩვენებოდა, რომ საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ აყენებდა საკითხს ვიზების გაუქმებასა და ნორმალური საჰაერო გადატანის განახლებაზე. და ჩვენ ეს საპასუხო ნაბიჯი გადავდგით" - თქვა გუშინ, 26 მაისს პირდაპირ ფრენებზე საუბრისას რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა.

კომენტარები