პირდაპირი ფრენები რუსეთთან

პრემიერი ფრენებზე: ლარსზე საზღვარს ათასობით მანქანა კვეთს – რა განსხვავებაა, ვერ გავიგე

ჩვენ ვთქვით, რომ ფრენები არის ეკონომიკური სავაჭრო ურთიერთობების შემადგენელია. ამას არავითარი შემხებლობა არ აქვს არც პოლიტიკასთან, არც საერთოდ არაფერთან. ვთქვით, რომ ჩვენს 1 მილიონ დიასპორას და მათ ნათესავებს სჭირდებათ თავისუფალი გადაადგილება. უვიზო რეჟიმი მოლდოვას დღეს აქვს, უკრაინას, მგონი, აქვს დღესაც უვიზო რეჟიმი, ყოველ შემთხვევაში, ჰქონდა. აქ არაფერი არ არის განსაკუთრებული, პირიქით, ყველაფერი, რაც გაუიოლებს ჩვენს თანამოქალაქეებს, ჩვენს დიასპორას მოძრაობას, გადაადგილებას, ბიზნესს, რა თქმა უნდა, არის ძალიან კარგი. კიდევ ერთი მინდა ვთქვა - ყოველდღე ათასობით მანქანა გადადის და კვეთს საზღვარს ლარსის გამშვებ პუნქტზე. მათ შორის, სამგზავრო და სატვირთო. რა განსხვავებაა, ვერ გავიგე? მაშინ დავკეტოთ ესეც, მეორე ეტაპი იქნება, დაკეტეთ მაშ საზღვრები, გააჩერეთ ვაჭრობა - ჩვენ ყოველწლიურად ასეული მილიონ დოლარს ვიღებთ გადმორიცხვებით ჩვენი დიასპორიდან. მილიარდებზეა საუბარი. რუსეთში მცხოვრები ჩვენი დიასპორიდან ასეულობით მილიონი დოლარი შემოდის, ინახავენ ოჯახის წევრებს, ავითარებენ ბიზნესს, ნათესავებს - რატომ უნდა ჩავკეტოთ ეს? რა ხდება? ეს არის ჩვენი ვალდებულება, რომ პირიქით, დავეხმაროთ ჩვენს ხალხს ყველგან.

ამბობს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთთან პირდაპირ ფრენებსა და უვიზო რეჟიმზე საუბრისას.  

კომენტარები