რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ვაგნერი ბახმუტიდან გადის, თუმცა სამ სხვა ლოკაციაზე გადაჯგუფდება – დანილოვი

ოლექსი დანილოვი

უკრაინის ეროვნული თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის თქმით, ვაგნერის ჯგუფის მებრძოლები ბახმუტიდან გაიყვანეს, თუმცა უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლას  აგრძელებენ. ამის შესახებ დანილოვმა BBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

დიახ, ეს ხდება [ბახმუტიდან გადიან]. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ჩვენთან ბრძოლას შეწყვეტენ. ისინი სხვა ფრონტებზე მეტად კონცენტრირებას აპირებენ [...] გადაჯგუფდებიან სამ სხვა ლოკაციაზე“. - ამბობს დანილოვი.

კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელი, რუსი ოლიგარქი ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ ქალაქი ბახმუტიდან საკუთარი ძალების გაყვანა და პოზიციების რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის გადაცემა დაიწყო.

"დღეს ბახმუტიდან გაგვყავს ქვედანაყოფები. ახლა დილის 5 საათია. 25 მაისი. 1-ელ ივნისამდე ძირითადი ნაწილები უკანა ხაზის ბანაკებში გადავა. პოზიციებს სამხედროებს ვუთმობთ". – თქვა პრიგოჟინმა.

პრიგოჟინმა გავრცელებულ ვიდეოში გამოაჩინა ვაგნერის ორი წევრი, რომლებმაც, მისი თქმით, ბახმუტის აღებაში მთავარი როლი შეასრულეს. მისი თქმით, ის მათ დაუტოვებს რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, "თუ სამხედროებს გაუჭირდებათ".

როგორც გირკინმა აღნიშნა, გასულ დღეებში ვაგნერის ჯგუფის ბახმუტის მიმართულებით ფლანგებს რუსეთის შეიარაღებულ ძალებს იმიტომ უთმობდა, რომ იერიშის ყველა მიმართულებით გაგრძელება აღარ შეეძლოთ. ამას გარდა, გირკინი თვლის, რომ ვაგნერის დამფუძნებელს, ოლიგარქ ევგენი პრიგოჟინს პოლიტიკური მიზნები აქვს, თუმცა მისი ძალების დასუსტება ამ ყველაფერში ხელს შეუშლის.

კომენტარები