26 მაისი

ბლინკენი: აშშ-ის სახელით ქართველ ხალხს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ქართველ ხალხს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს. ქართველ ხალხს კარგად ესმის დამოუკიდებლობა, თავისუფლება და დემოკრატია.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისა და საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტის ოკუპაციის მიუხედავად, ქართველმა ხალხმა აჩვენა ურყევი, მტკიცე გადაწყვეტილება, განაგრძოს ევროატლანტიკური მომავლისკენ სწრაფვა. ჩვენ ვაღიარებთ და ვგმობთ რუსეთის აგრესიულ ქცევას, მათ შორის, რუსეთის საქართველოში შეჭრას 2008 წელს და მიმდინარე ოკუპაციას. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ჩვენი 31-წლიანი ორმხრივი ურთიერთობის განმავლობაში, შეერთებული შტატები ამაყობს, რომ მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას, წინ წაწიოს დემოკრატიული განვითარება, იბრძოლოს კორუფციის წინააღმდეგ, გააძლიეროს კანონის უზენაესობა, მოახდინოს ეკონომიკის დივერსიფიკაცია და შექმნას უკეთესი მომავალი. ჩვენმა ქვეყნებმა ასევე ერთად იმუშავეს, რათა მოეტანათ სტაბილურობა და მშვიდობა საქართველოში, რეგიონსა და მსოფლიოში.

დღეს, ქართველებისთვის ყველგან აღსანიშნავ დღეს, კიდევ ერთხელ ვადასტურებ შეერთებული შტატების ერთგულებას, რათა დაეხმაროს საქართველოს, ააშენოს უსაფრთხო, წარმატებული, ევროპული დემოკრატია, რომელიც მის მოქალაქეებს სურთ და ასე ძალიან იმსახურებენ.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. 

კომენტარები