კრიმინალი

სროლა მოსაშვილზე – შსს-მ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო

ტაბულა

ვაკეში, მოსაშვილის ქუჩაზე სროლასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძება დაიწყო. 

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი - 19-108-ე და 236-ე მუხლებით არის დაწყებული, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს. 

შემთხვევა დღეს, 25 მაისს მოხდა. ვიდეოში ჩანს, რომ რესტორანში უცნობი პირი შედის და მოქალაქეს იარაღიდან დამიზნებით ესვრის. 

კომენტარები