კრიმინალი

თვითმხილველები: მოსაშვილის ქუჩაზე სროლა იყო

თვითმხილველების ინფორმაციით, ვაკეში, მოსაშვილის ქუჩაზე სროლა იყო. 

ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა - უწყებაში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ. დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.   

განახლება 19:20 - ვიდეოში ჩანს, რომ უცნობი პირი რესტორანში შედის და მოქალაქეს დამიზნებით ესვრის. 

განახლება 19:35 - შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრაზ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს. 

კომენტარები