სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საშაურმე ბალუს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საშაურმე ბალუს საწარმოო პროცესი შეუჩერა. განცხადების მიხედვით, მათთან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან ტრიქინელოზის დადასტურებული შემთხვევის შესახებ შეტყობინება შევიდა. 

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, არაგეგმური ინსპექტირებისას გამოავლინეს კრიტიკული შეუსაბამობები, სურსათის ეტიკეტირებისა და მიკვლევადობის წესის დარღვევა და სხვა. 

"შპს მწვადის შაურმა 2018-ს შეუჩერდა საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე და საქმიანობა - ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციამდე. ასევე, საშაურმეს მიეცა მითითება, აღკვეთოს არასათანადოდ ეტიკეტირებული სურსათის ბაზარზე განთავსება და რეალიზაცია, სანამ არ მოახდენს სურსათის ეტიკეტირებას კანონმდებლობის შესაბამისად. ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა 1000 ლარით. სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს საშაურმეში გამოყენებული ნედლეულის - ბასტურმის პარტიისა და გაყინული ღორის ხორცის იდენტიფიცირებას". - ვკითხულობთ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაკეთებულ განცხადებაში. 

ტრიქინელოზი არის დაავადება, რომელიც ადამიანს შესაძლოა დაემართოს მიკროსკოპული პარაზიტით, ტრიქინელათი ინფიცირებული ცხოველების (ღორი, სხვა გარეული ცხოველი და ცხენი) უმი ან არასაკმარისი თერმული დამუშავების ხორცის საკვებად მიღებისას. ხორცის დამარილება, შებოლვა და გაშრობა პარაზიტს არ კლავს.

კომენტარები