სერგეი ლავროვი

ლავროვი: NATO-ს წევრი ქვეყნები უკრაინის კონფლიქტში დე იურე მონაწილეობენ

Achmad Ibrahim/AP

საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, NATO-ს წევრი ქვეყნები დე იურე არიან ჩართულნი უკრაინასთან კონფლიქტში, რაც, მისივე შეფასებით, ბირთვული ძალების პირდაპირი სამხედრო შეტაკების საფრთხეს ზრდის. 

"ფაქტობრივად, დე იურე NATO-ს ქვეყნები კონფლიქტში კიევის მხარეს პირდაპირ მონაწილეობენ. ასეთი უპასუხისმგებლო ხაზი არსებითად ზრდის ბირთვული სახელმწიფოების პირდაპირი სამხედრო შეტაკების საფრთხეს". - თქვა ლავროვმა. 

რუსული სამთავრობო მედიის ცნობით, აქამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებს უკრაინაში იარაღის მიწოდების გამო ნოტა გაუგზავნა. კრემლში აცხადებენ, რომ დასავლეთის ქვეყნების ეს ნაბიჯები "არ უწყობს ხელს რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების პროცესში წარმატებას" და უარყოფითი გავლენა აქვს.

ლავროვის თქმით, აშშ და NATO უშუალოდ მონაწილეობენ უკრაინის კონფლიქტში, "მათ შორის, არა მხოლოდ იარაღის მიწოდებით, არამედ პერსონალის მომზადებით დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, იტალიასა და სხვა ქვეყნებში".

კომენტარები