რუსეთი-ჩინეთი

სი ძინფინგი: ჩინეთი და რუსეთი ერთმანეთს მტკიცედ დაუჭერენ მხარს ძირითად საკითხებში

მოსკოვი, რუსეთი - სი ძინფინგის ვიზიტისას, 21 მარტი, 2023
Pavel Byrkin/Sputnik/Kremlin Pool/AP

ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინფინგის სიტყვებით, "პეკინი და მოსკოვი მზად არიან, რომ მტკიცედ დაუჭირონ მხარი ერთმანეთს ისეთ საკითხებში, რომლებიც მათ ძირითად ინტერესებს შეეხება". ამის შესახებ პრეზიდენტმა რუსეთის პრემიერმინისტრ მიხაილ მუშტინთან ერთად გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა

მიშუსტინმა, რომელიც ამჟამად ჩინეთში იმყოფება, ჩინეთის პრეზიდენტთან შეხვედრისასა აღნიშნა, რომ რუსეთსა და ჩინეთს შორის ვაჭრობა, სავარაუდოდ, წელს ახალ რეკორდულ დონეს, $200 მილიარდს მიაღწევს.

სი ძინფინგის თქმით, ეკონომიკური, სავაჭრო და საინვესტიციო თანამშრომლობის გაუმჯობესებაზე ორივე მხარემ უნდა იზრუნოს. ასევე, ქვეყნებმა უნდა გააგრძელონ ენერგეტიკისა და კავშირების სფეროში კონსოლიდაციის გაფართოება. 

ჩინეთის პრეზიდენტმა აღნიშნა ისიც, რომ პეკინი მზად არის, იმუშაოს რუსეთთან და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სხვა ქვეყნებთან - კერძოდ სომხეთთან, ბელარუსთან, ყაზახეთსა და ყირგიზეთთან.

ჩინეთის ლიდერმა დასძინა, რომ ორივე მხარე გააძლიერებს კოორდინაციულ მოქმედებას სხვადასხვა ფორუმში, მათ შორის გაეროში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში, BRIC-სა და G20-ზე.

კომენტარები