რუსეთი-ჩინეთი

რუსეთსა და ჩინეთს შორის ვაჭრობა წელს რეკორდულ დონეს, $200 მილიარდს მიაღწევს – მიშუსტინი

რუსეთისა და ჩინეთის პრემიერმინისტრები, მიხაილ მიშუსტინი და ლი ციანგი შეხვედრაზე. პეკინი, 24 მაისი
Thomas Peter/AFP/Getty Images

რუსეთის ფედერაციის პრემიერმინისტრის, მიხაილ მიშუსტინის თქმით, რუსეთსა და ჩინეთს შორის ვაჭრობა, სავარაუდოდ, წელს ახალ რეკორდულ დონეს, $200 მილიარდს მიაღწევს. ამის შესახებ მან ჩინეთში ვიზიტისას ისაუბრა. 

"მჯერა, რომ წელს ჩვენ შევძლებთ ორი ქვეყნის ლიდერების მიერ დასახულ მიზნებს მივაღწიოთ და ვაჭრობა $200 მილიარდამდე გავზარდოთ". – თქვა მიშუსტინმა შანხაიში ჩინეთ-რუსეთის ბიზნეს ფორუმზე გამოსვლისას.

გარდა ამისა, მიშუსტინის თქმით, ჩინეთთან ენერგეტიკული თანამშრომლობა რუსეთის "აბსოლუტურ პრიორიტეტად" რჩება.

როგორც CNN წერს, გასულ წელს, ჩინეთ-რუსეთის ორმხრივი ვაჭრობა თითქმის 30%-ით გაიზარდა და რეკორდულ დონეს - $190 მილიარდს მიაღწია, ძირითადად, ჩინეთის მიერ რუსული ენერგიის შეძენით. ჩინეთის საბაჟო მონაცემებით, წელს მათი ვაჭრობა აგრძელებდა ზრდას, პირველ ოთხ თვეში კი 41%-ით გაიზარდა.

კომენტარები