რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სირსკი: ბახტუმში თავდაცვით ოპერაციას ვაგრძელებთ და წარმატებასაც ვაღწევთ

ოლექსანდრ სირსკი

უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურის, ოლექსანდრ სირსკის თქმით, ურაინელი ჯარისკაცები ბახმუტის ფლანგზე თავდაცვით ოპერაციას აგრძელებენ და წარმატებასაც აღწევენ. ამის შესახებ სირსკი Telegram-ის არხზე წერს.

"თავდაცვის ძალები აგრძელებენ თავდაცვით ოპერაციას და წარმატებას აღწევენ ბახმუტის ფლანგზე" - ამობს სირსკი.

ამასთან, უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაური დატყვევებული ვაგნერის ჯგუფის მებრძოლის ვიდეოს აქვეყნებს.

სამხედრო ტყვეს თქმით, ომში მონაწილეობის მთავარი სტიმული მატერიალური ინტერესი იყო. მისივე თქმით, ის დამხმარე კამპანიაში დარჩენას ელოდა, მაგრამ ფრონტის ხაზზე გაგზავნეს.

"ჩვენ გვითხრეს, თუ ომში არ წავიდოდით, კამაზის სატვირთო მანქანაში ჩაგვსვამდნენ და ვეღარავინ გვნახავდა” - ამბობს დატყვევებული მებრძოლი.

"დღეს ბახმუტი ავიღეთ. 25 რიცხვიდან გავიყვანთ ჩვენს ქვედანაყოფებს დასასვენებლად და გადასამზადებლად. ვიომეთ 427 დღე, გასული წლის 20 მარტიდან, როცა სამშობლოს ჩვენი დახმარება დასჭირდა. სრულად ავიღეთ მთელი ქალაქი, სახლიდან სახლამდე, რათა ვინმეს პედანტურად არ ესაყვედურა, რომ რაღაც ნაგლეჯი მაინც დარჩა აუღებელი. 25 მაისამდე სრულად შევხედავთ, შევქმნით თავდაცვის საჭირო ხაზებს და გადავცემთ სამხედროებს, რათა ამის შემდეგ თავად მიხედონ. თავად კი გავალთ საველე ბანაკებში და მაშინ, როცა ხელახლა დავჭირდებით ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს, ჩვენს ოჯახს, ჩვენ დავბრუნდებით და დავიცავთ ჩვენს ერს, თუ ეს საჭირო გახდება". – თქვა პრიგოჟინმა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოველდღიურად განახლებად ანგარიშში წერია, რომ აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ბახმუტთან მძიმე ბრძოლები გრძელდება და უკრაინულ მხარეს ქალაქი ბახმუტი არ დაუთმია.

"ბრძოლები ქალაქ ბახმუტისთვის გრძელდება". - წერია ანგარიშში. 

უკრაინის პრეზიდენტის სპიკერის სერგეი ნიკიფოროვის ინფორმაციით, რუსული ჯარების მიერ ბახმუტის სრულად დაკავებას უარყოფს ვოლოდიმირ ზელენსკი.

კომენტარები