რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის გენშტაბი: ბახმუტისთვის ბრძოლა გრძელდება

Sergey Shestak/AFP/Getty Images

უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოველდღიურად განახლებად ანგარიშში წერია, რომ აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ბახმუტთან მძიმე ბრძოლები გრძელდება და უკრაინულ მხარეს ქალაქი ბახმუტი არ დაუთმია.

"ბრძოლები ქალაქ ბახმუტისთვის გრძელდება". - წერია ანგარიშში. 

უკრაინის პრეზიდენტის სპიკერის სერგეი ნიკიფოროვის ინფორმაციით, რუსული ჯარების მიერ ბახმუტის სრულად დაკავებას უარყოფს ვოლოდიმირ ზელენსკი.

"ვფიქრობ, არა". - ასე უპასუხა ზელენსკიმ ჟურნალისტებს, როდესაც მას ერთდროულად ჰკითხეს, ფიქრობს თუ არა, რომ ქალაქი ჯერ კიდევ კიევის კონტროლს ქვეშაა და აიღო თუ არა ის რუსულმა ძალებმა.

მოგვიანებით, პრეზიდენტის ოფისმა CNN-ს განუმარტა, რომ ზელენსკი ოკუპანტების მიერ ქალაქის აღების ცნობებს გულისხმობდა. 

"იქ აღარაფერია. მათ ყველაფერი გაანადგურეს. შენობები აღარ არის. ეს სამწუხაროა, ტრაგედიაა, თუმცა, ბახმუტი დღეს მხოლოდ ჩვენს გულებში არსებობს". - თქვა ზელენსკიმ დიდი შვიდეულის სამიტზე.

20 მაისს კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა, რუსმა ოლიგარქმა ევგენი პრიგოჟინმა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც თქვა, რომ ქალაქი ბახმუტი მისმა ძალებმა სრულად აიღეს. ჩანაწერში მან ასევე აღნიშნა, რომ მისი ძალები აქ 25 მაისამდე გაჩერდებოდნენ, შემდეგ კი დასასვენებლად და გადასამზადებლად გამოვიდოდნენ და პოზიციებს რუსეთის შეიარაღებულ ძალებს გადასცემდნენ.

მოგვიანებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, რომელიც კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფისდამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის კრიტიკის მთავარი სამიზნე იყო, განაცხადა, რომ ქალაქი ბახმუტი სრულად დაიკავეს ვაგნერის შეტევითი ქმედებების შედეგად, შეიარაღებული ძალების დანაყოფების დახმარებით. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ქალაქი ბახმუტი ვაგნერმა მათი დახმარებით აიღო

რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადება 8 საათით გვიან დაიდო, ვიდრე ევგენი პრიგოჟინის მიერ გავრცელებული ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ამბობდა, რომ მისმა ძალებმა ბახმუტი სრულად დაიკავეს.

რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედიები ციტირებენ კრემლს და წერენ, რომ პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ვაგნერსა და შეირაღებულ ძალებს მიულოცა. 

კომენტარები