ქართული ოცნება

პრემიერი: ჩინეთს ჭკვიანური მიდგომა აქვს – უკრაინასა და რუსეთს შორის მედიაციას ცდილობს

ჩინეთთან ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს. თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება გვაქვს, ჩვენ ვზრდით ვაჭრობას და ეკონომიკურ ურთიერთობებს ჩინეთთან. ჩინეთი იცით რას აკეთებს? მემგონი ამ კრიზისის განმავლობაში ჩინეთს ძალიან ჭკვიანური მიდგომა აქვს- მედიაციას ცდილობს უკრაინასა და რუსეთს შორის. მე მივესალმები ნებისმიერ ძალისხმევას, ნებისმიერი ქვეყნიდან, რომელიც მშვიდობისა და მოლაპარაკებებისკენ უბიძგებს ქვეყნებს და გარკვეულ ძალისხმევას განახორციელებს. ზოგადად ვამბობ- მე მშვიდობის ადამიანი ვარ, სტაბილურობის და მოლაპარაკებების მჯერა. 

ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კატარის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე გამოსვლისას. 

კომენტარები