რუსთავი 2

TI: სასამართლომ რუსთავი 2-ს ჯოჯუასთვის ხელფასისა და კომპენსაციის ანაზღაურება დააკისრა

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ინფორმაციით, საქალაქო სასამართლომ რუსთავი 2-ს დიანა ჯოჯუასთვის "კუთვნილი ხელფასისა და შესაბამისი კომპენსაციის ანაზღაურება" დააკისრა.

"ჩვენმა იურისტებმა ჟურნალისტ დიანა ჯოჯუას საქმე პირველ ინსტანციაში წარმატებით დაასრულეს. ტელეკომპანია რუსთავი 2-ს დიანა ჯოჯუას კუთვნილი ხელფასისა და შესაბამისი კომპენსაციის ანაზღაურება დაეკისრა". - წერს არასამთავრობო ორგანიზაცია.

დიანა ჯოჯუამ მიხეილ სესიაშვილთან ერთად ტელეკომპანია რუსთავი 2 2019 წლის აგვისტოში დატოვა - მანამდე ისინი მთავარი საინფორმაცია გამოშვების, კურიერის წამყვანები იყვნენ. მათ წასვლის შესახევ განცხადება 9-საათიან კურიერში გააკეთეს და თქვეს, რომ ვერ იმუშავებენ იმ ტელევიზიაში, რომელიც კრემლის მთავარი მოსამსახურის ბიძინა ივანიშვილის ხელშია. 

კომენტარები