რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთი: ბელგოროდში მომხდარს რუსეთი თავისი ნარატივისთვის გამოიყენებს, რომ მსხვერპლია

Vincenzo Circosta/Anadolu Agency via Getty Images

დიდი ბრიტანეთს დაზვერვის სამსახურის განმარტებით, 2023 წლის 19-დან 22 მაისამდე რუსეთის უშიშროების ძალებსა და პარტიზანს შორის ბელგოროდის ოლქში, უკრაინის საზღვართან, სულ მცირე, სამ ადგილას მოხდა შეტაკება.

"პარტიზანების ვინაობა ჯერ კიდევ დაუდასტურებელია, მაგრამ პასუხისმგებლობა რუსულმა ანტირეჟიმულმა დაჯგუფებებმა აიღეს". - წერს დაზვერვის სამსახური.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, ყველაზე დიდი შეტაკება ქალაქ გრეივორონთან მოხდა. რუსეთმა რამდენიმე სოფლის ევაკუაცია განახორციელა და უსაფრთხოების დამატებითი ძალები განათავსა.

"რუსეთს საზღვრისპირა რეგიონებში უსაფრთხოების მზარდი საფრთხის წინაშე დგას –საბრძოლო თვითმფრინავების დაკარგვით, სარკინიგზო ხაზებზე ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობებით თავდასხმითა და ახლა პირდაპირი პარტიზანული მოქმედებებით.

რუსეთი აუცილებლად გამოიყენებს ამ შემთხვევებს ოფიციალური ნარატივის გასამყარებლად, რომ ის არის ომის მსხვერპლი". - წერს დაზვერვის სამსახური.

რუსეთის ბელგოროდის ოლქში პროუკრაინული ჯგუფის წინააღმდეგ ოპერაცია გრძელდება

22 მაისს რუსეთის ბელგოროდის ოლქზე მასობრივი იერიშები მიიტანეს, ამ მოვლენების ფონზე კი უკრაინის მხარეს მებრძოლმა რუსულმა მოხალისეთა კორპუსმა (РДК) და ლეგიონმა თავისუფალმა რუსეთმა გამოაცხადეს, რომ ისინი კვლავ შევიდნენ რუსეთის ტერიტორიაზე. ინფორმაცია მათ საკუთარ ტელეგრამ-არხებზე გაავრცელეს.

რუსულ მოხალისეთა კორპუსის სამხედროები აცხადებდნენ, რომ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე სამხედრო დავალებებს ასრულებდნენ, ხოლო ლეგიონი რუსეთის თავისუფლება, რომელიც ასევე უკრაინის მხარეს იბრძვის, უკრაინის მოსაზღვრე რეგიონთა მცხოვრებლებს მოუწოდეს, რომ წინააღმდეგობა არ გაეწიათ.

ტელეგრამ არხებზე РДК ავრცელებდა კადრებს, რომელშიც ირწმუნებოდნენ, რომ რუსეთის ტერიტორიაზე შესული იყვნენ საბრძოლო მანქანებით. ასევე, РДК-ს ინფორმაციით, მათ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მოჰპარეს ჯავშანტრანსპორტიორი.

პროუკრაინული ჯგუფის წინააღმდეგ ბელგოროდის ოლქში "კონტრტერორისტული ოპერაცია" გამოაცხადეს და რეგიონში, სადაც მოქმედებები მიმდინარეობდა, ევაკუაცია დაიწყეს.

უკრაინა მოვლენებში პირდაპირ ჩართულობას უარყოფს.

პირველად 2 მარტს კიევის მხარეს მებრძოლი რუსული მოხალისეთა კორპუსი უკრაინიდან რუსეთის ტერიტორიაზე, ბრიანსკის ოლქში გადავიდა და მცირე სამხედრო მოქმედებები ჩაატარა.

კომენტარები