2023 წელს გარდაცვლილები

58 წლის ასაკში MARVEL-ის მსახიობი რეი სტივენსონი გარდაიცვალა

Befunky

58 წლის ასაკში ირლანდიელი მსახიობი რეი სტივენსონი გარდაიცვალა. მსახიობი გადაღებებზე იტალიაში იმყოფებოდა, სიკვდილის ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია, იტალიური მედიის ინფორმაციით სტივენსონი შაბათს საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სტივენსონმა კარიერა 90-იან წლებში დაიწყო. პოპულარობა HBO-ს სერიალ Rome-ში შესრულებულმა მეორეხარისხოვანმა როლმა მოუტანა. Marvel-ის კინოსამყაროში(MCU) მოხვდა ორჯერ, პირველად ფილმში Punisher: The War Zone შეასრულა ფრენკ კასლის, იგივე ფანიშერის როლი. მოგვიანებით MCU-ს გვიანდელ ფილმებში შეასრულა თორის თანამებრძოლისა და მეგობრის, ვოლსტაგის როლი. სერიალ Dexter-ის მეშვიდე სეზონში განასახიერა უკრაინელი განგსტერი ისააკ სირკო. ერთ-ერთი ბოლო როლები შესრულებული აქვს ინდურ ბლოკბასტერში RRR და Star Wars-ის სამყაროზე დაფუძნებულ სერიალში Ahsoka.

კინოსა და ტელევიზიის პარალელურად თამაშობდა თეატრში, ლონდონის სამეფო ეროვნული თეატრის სცენაზე.

კომენტარები