2023 წლის საპრეზიდენტო არჩევნები თურქეთში

თურქეთის არჩევნების პირველ ტურში მესამე ადგილზე გასული კანდიდატი ერდოღანს უჭერს მხარს

სინან ოღანი
Yves Herman/Reuter

თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მესამე ადგილზე გასულმა კანდიდატმა, სინან ოღანმა მეორე ტურში მხარი რეჯეფ თაიფ ერდოღანს დაუჭირა

ოღანმა ერდოღანის მიმართ მხარდაჭერა ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე დაადასტურა და დასძინა, რომ მისმა კამპანიამ თურქი ნაციონალისტები პოლიტიკაში საკვანძო მოთამაშეებად აქცია.

ულტრანაციონალისტმა სინან ოღანმა 14 მაისს საპრეზიდენტო არჩევნებში 5.2%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა.

სინან ოღანი პრეზიდენტობის კანდიდატად რამდენიმე პარტიის ალიანსმა წარადგინა.

თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დაინიშნება. პირველი ტურის შედეგებით თურქეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი 49.5%-ით ლიდერობს, ხოლო ერთიანი ოპოზიციის კანდიდატს, ქემალ ქილიჩდაროღლუს ხმათა 44.89% აქვს. სახელმწიფო საარჩევნო კომისიის ცნობით, არჩევნებში მონაწილეობა მოსახლეობის 89%-მა მიიღო. 

მოქმედი საარჩევნო სისტემით ეს პირველი შემთხვევაა, როცა თურქეთში არჩევნების მეორე ტური დაინიშნა. 

მეორე ტურის დანიშვნასთან დაკავშირებით ერთიანი ოპოზიციის კანდიდატმა, ქილიჩდაროღლუმ აღნიშნა, რომ "თუკი ჩვენს ერს მეორე ტური უნდა, ამას პატივს ვცემთ. ერდოღანმა ის შედეგები ვერ მიიღო, რაც სურდა". 

კომენტარები