ჩინეთი-რუსეთი

ნიკოლაი პატრუშევი ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებას მოსკოვის სტრატეგიულ კურსს უწოდებს

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი
Pavel Bednyakov/POOL/TASS

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, ნიკოლაი პატრუშევის თქმით, მოსკოვის სტრატეგიული კურსი ჩინეთთან თანამშრომლობის გაფართოებას გულისხმობს. ინფორმაციას რუსეთის სამთავრობო მედია ავრცელებს.

"მეგობარ ჩინეთთან ურთიერთობების გაფართოება და გაღრმავება რუსეთის სტრატეგიული კურსია. ჩვენი ქვეყანა პრიორიტეტს ანიჭებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარებას ყველა სფეროში, ურთიერთდახმარების უზრუნველყოფას და საგარეო ასპარეზზე კოორდინაციის გაძლიერებას უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მდგრადობის უზრუნველსაყოფად. განვითარება გლობალურ და რეგიონულ დონეზე, როგორც ევრაზიაში, ასევე მსოფლიოს სხვა ნაწილებში". - თქვა პატრუშევმა. 

გარდა ამისა, პატრუშევმა დასძინა, რომ ნდობაზე დაფუძნებული უმაღლესი ხარისხის კონტაქტები განსაკუთრებულ როლს თამაშობს ჩინეთ-რუსეთის პარტნიორობის განმტკიცებაში.

მან ასევე ისაუბრა მიმდინარე წლის 20-22 მარტს ჩინეთის ლიდერის, სი ძინფინგის რუსეთში ვიზიტთან დაკავშირებით. 

"სახელმწიფოს მეთაურად ხელახლა არჩევისთანავე მისმა ჩამოსვლამ დაადასტურა ჩვენი ურთიერთობების უმაღლესი ხარისხი და გამოკვეთა ამ ურთიერთობის გაღრმავების მტკიცე განზრახვა". - აღნიშნა პატრუშევმა.

კომენტარები