პირდაპირი ფრენები რუსეთთან

ფრენების აღდგენა საქართველოს დასავლურ კურსს ეწინააღმდეგება – ლიტვის საგარეო

პირველი არხი

ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავიაკომპანია Азимут-ის მეშვებით მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენების აღდგენას გამოეხმაურა.

"იმედგაცრუებას გამოვთქვამთ და გვინდა აღვნიშნოთ, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენა საქართველოს ინტერესებსა და მის მიერ არჩეულ ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს ეწინააღმდეგება. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს, რომ შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ევროკავშირის სანქციებს, მათ შორის, საავიაციო სექტორში". - წერს ლიტვის საგარეო. 

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, კომპანია Азимут-ი მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის მიმართულებით კვირაში 7 რეისს შეასრულებს. სააგენტოს ცნობით, დღეის მდგომარეობით, ეს კომპანია ევროკავშირის შავ სიაში არ იმყოფება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კომპანია Азимут-ისთვის ფრენების განხორციელებისთვის აუცილებელი ნებართვა 15 მაისს გასცა.

ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვები მოეხსნა და 2019 წლის განკარგულება ძალადაკარგულად გამოცხადდა. საქართველოს მოქალაქეებისთვის გაუქმდა სავიზო რეჟიმიც.

კომენტარები