საქართველო-რუსეთი

კალაძე: ხელისუფლება, აღნიშნული პოლიტიკით, ყველაფერს აკეთებს, რომ მოხდეს დეოკუპაცია

ფრენებთან დაკავშირებით არაერთხელ ვისაუბრე. ეს იყო ცალმხრივად გაცემული სანქციები და ვიცით, რომ გადაწყვეტილება იქნა მიღებული მათი მხრიდან, რომ მოიხსნას აღნიშნული სანქციები. ასე რომ, ჩვენ აქ ვერაფერს ვიზამთ. ჩვენ ამოვდივართ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან. რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა, რომ მოხდეს ეკონომიკური განვითარება, წინსვლა, აღმშენებლობა. ჩვენ არ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც დამაზიანებელი იქნება საქართველოს მოსახლეობისთვის. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე დიდი დაკვეთა ჩვენი მოსახლეობას.

დღეს, ჩვენ ვართ გამოწვევების წინაშე და ყველაზე მთავარი გამოწვევა, ნებისმიერი მოქალაქე რომ გააჩეროთ და ჰკითხოთ, გეტყვით, რომ არის ოკუპირებული ტერიტორიები. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლება, აღნიშნული პოლიტიკით, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოხდეს დეოკუპაცია. ეს როგორ უნდა გავაკეთოთ? - გონიერებით, მშვიდობითა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებით. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს იმისთვის, რომ მოხდეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.

ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე რუსეთთან პირდაპირ ფრენების აღდგენას.

კომენტარები