ქართული ოცნება

პრემიერი: ჩვენ რომ დავემორჩილოთ EU–ს პოლიტიკას, უნდა ვიყოთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა

საფრთხე არაფერს შეექმნება. ჩვენ ყველაფერს სწორად ვაკეთებთ, ყველა ნაბიჯს ვდგამთ სწორად, ვუხსნით ჩვენს ევროპელ მეგობრებს, პირადად მე მქონდა საუბარი და ავუხსენი არგუმენტაცია, მოტივაციაც. ჩვენ არ ვართ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ჩვენ რომ დავემორჩილოთ ევროკავშირის პოლიტიკას, უნდა ვიყოთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, დღეს არ ვართ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ჯერჯერობით და ამას დასჭირდება წლები.

[...]ევროპას გასაგებია რომ ძალიან მკაცრი მიდგომა აქვს. ჩვენ, ჩვენს პარტნიორებს, კოლეგებს ვუთხარით, რომ ჩვენ ვერ გამოგყვებით ამ პოლიტიკაში. კიდევ ვიმეორებ, ჩვენ არ ვართ არც ნატოს წევრი, არც ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ჩვენ ვართ ოკუპირებული- 20 % არის ოკუპირებული, რუსული ჯარი დგას ჩვენს  ტერიტორიაზე, გვაქვს პირდაპირი საზღვარი რუსეთთან და გვაქვს ჩვენი გამოწვევები. დაანებეთ თავი თქვენ სხვა ქვეყნების ინტერესებზე ფიქრს და მუშაობას. ისინი თავად მიხედავენ საკუთარ ინტერესებს, თქვენი პირადად და გინდა ხოშტარიას, გინდა სააკაშვილის დახმარება არ დასჭირდებათ, დამერწმუნეთ, ისინი კარგად ფიქრობენ.

თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. 

კომენტარები