გორი

გორში 4 წლის ბავშვი, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გართულების შედეგად გარდაიცვალა

The Conversation

გორში 4 წლის ბავშვი, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გართულების შედეგად გარდაიცვალა. ინფორმაციას ოჯახის წევრები ადასტურებენ. როგორც ბებია ამბობს, ბავშვი გორიდან თბილისში გადაჰყავდათ, როდესაც გული გაუჩერდა. 

"უკვე ძალიან ცუდად რომ იყო, თბილისში უნდა წაგვეყვანა. იავნანა გადმოიტანეს გორმედთან და იქ მივიყვანეთ, რომ შევიყვანეთ, გამოვიდა ექიმი, უიმე, ჩუტყვავილა აქვს, აქ როგორ მივიღოო, ასე მითხრა. ვუთხარი ექიმს, ჩქარა, ცუდად არის, ან გადასხმა გაუკეთეთ, ან რამე-მეთქი, [მიპასუხა], მოიცა, ჯერ ისტორია უნდა შევავსოო... 

დავავლეთ ბავშვს ხელი, ერთი არ უთქვამს, მოიცა, აქ გავუკეთებ პირველად დახმარებასო. გამოვიტაცეთ და წამოვედით. [გზაში] გონება დაკარგა ბავშვმა, ახლოს ვიყავით საავადმყოფოსთან, მაგრამ გული ჰქონდა გაჩერებული". - ამბობს ბებია.  

დამატებითი დეტალების გასარკვევად კლინიკა გორმედს დავუკავშირდით - მათი თქმით, მომხდარზე ოფიციალურ განცხადებას გაავრცელებენ. ტაბულა მას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

კომენტარები