იუსტიციის უმაღლესი საბჭო

სამადაშვილი 5 ოპოზიციონერს: იმედია, იტყვით, რამ გაიძულათ და გადახვალთ უმრავლესობაში

იმედია, ყველა ის ოპოზიციონერი დეპუტატი, რომელმაც კლანის მსახურები გაამწესა დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, გამოვა და იტყვის, რამ აიძულა.

ამის შემდეგ კი გადავა უმრავლესობაში.

ფარული პოლიტიკური შეთანხმება გარიგებაა რუსების სატელიტთან და იქაა თქვენი ადგილიც.

ლელოს დეპუტატი სალომე სამადაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი არამოსამართლე წევრის არჩევაზე.  პარლამენტში ფარულ კენჭისყრაზე გიორგი გზობავამ 91 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო, ზურაბ გურასპაშვილმა და ტრისტან ბენაშვილმა კი - 93. ქართულ ოცნებას სულ 84 დეპუტატი ჰყავს, 4 - ევროპელ სოციალისტებს, რაც იმას ნიშნავს, რომ კანდიდატებს მხარი ხუთმა ოპოზიციონერმაც დაუჭირა.

კომენტარები