ხელოვნური ინტელექტი

ChatGPT-ის შემქმნელი ხელოვნურ ინტელექტზე: ის ინსტრუმენტია და არა ქმნილება

დღე, 16 მაისს სენატორების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ხელოვნური ინტელექტის პროგრამის, ChatGPT-ის შემქმნელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, სემ ალტმანმა ხელოვნური ინტელექტის შესაძლო საფრთხეებზე ისაუბრა და თქვა, რომ სამუშაო ადგილებზე მნიშვნელოვან გავლენას მოელის, თუმცა რა სახის იქნება გავლენა, ამის წინასწარ ვარაუდი რთულია.

მისივე თქმით, წარსულის გამოცდილება აჩვენებს, რომ ტექნოლოგიების ზრდასთან ერთად, ცხოვრების ხარისხიც იზრდება და ამიტომ, სამუშაო ადგილების საკითხსაც ოპტიმისტურად უყურებს.

"ეს ის ინსტრუმენტია და არა ქმნილება. ინსტრუმენტი, რომელსაც ადამიანები ძალიან კარგად აკონტროლებენ" - თქვა მან სიტყვით გამოსვლისას.

ChatGPT, ხელოვნური ინტელექტის პროგრამა, რომელმაც ცოტა ხნის წინ მიიპყრო საზოგადოების ყურადღება კითხვების ფართო სპექტრზე პასუხების სწრაფად დაწერის უნარის გამო, ამავდროულად აღმოჩნდა ამერიკელი კანონმდებლების ყურადღების ცენტრშიც, რადგან ის გახდა ისტორიაში ყველაზე სწრაფად მზარდი სამომხმარებლო აპლიკაცია ყოველთვიურად 100 მილიონი აქტიური მომხმარებლით.

"ჩემი აზრით, ტექნიკურ კომპანიებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა, დარწმუნდნენ, რომ მათი პროდუქტები უსაფრთხოა, სანამ ისინი საჯარო გახდებიან" - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

 

კომენტარები