ევროპული საქართველო

კირთაძე ბერძენიშვილზე: ხელისუფლებას თავისი შავრაზმული პოლიტიკისთვის მტრის ხატი სჭირდება

ხელისუფლების ქმედებები მოსალოდნელი იყო და წინასწარვე შეიძლებოდა თქმა, რომ დიდი ალბათობით ასე გაგრძელდებოდა, რადგან ხელისუფლებას თავისი შავრაზმული პოლიტიკისთვის სჭირდება მტრის ხატი ლიბერალიზმის სახით. რატომღაც, გადაწყვიტეს, რომ ლევან ბერძენიშვილი, ერთი პიროვნება, შეიძლება აღმოჩნდეს მტრის ხატი, რომელიც განასახიერებს ლიბერალიზმს და მასთან დაპირისპირება მარტივია. 

ვფიქრობ, რომ ხელისუფლების მხრიდან მსგავსი ქმედებები მომავალშიც გაგრძელდება, ამას საზოგადოებამ და თავად პოლიტიკურმა სპექტრმა შესაბამისი შეფასება უნდა მისცეს.

ამბობს ევროპული საქართველოს წევრი, თენგო კირთაძე. გუშინ, 15 მაისს ლევან ბერძენიშვილმა თქვა, რომ მის სახლთან ნიღბიანი პირები იყვნენ მისული. საპასუხოდ, ქართული ოცნების ლიდერებმა ბერძენიშვილი "დავალებების შესრულებასა" და ისტორიისთვის ხაზის გადასმის მცდელობაში დაადანაშაულეს

კომენტარები