რაღაც აბსტრაქტული ოცი კაცი არსებობს, თან ნიღბიანები იყვნენ და ისე იღიმოდნენო, რაღაც სისულელე თქვა. თვალებიდან ამოიკითხა ალბათ მათი ღიმილი. მარტივი სპეკულაციაა. თავის პრობლემები აქვს ამ კაცს და სჯობს, საკუთარ პრობლემებს მიხედოს. მისი მთავარი პრობლემა არის არა იმდენად ფსიქოლოგიური, რამდენადაც ის, რომ ის ყოველთვის დავალებებს ასრულებს. ის არის უცხოელი აგენტი, იღებს დავალებებს და ამ დავალებებით აგინებს ჩვენს ცნობილ საზოგადო მოღვაწეებს. ილია ჭავჭავაძეზე და აკაკი წერეთელზე რა ილაპარაკა გახსოვთ, ასევე რა ილაპარაკა დავით აღმაშენებელზე, ერეკლე მეორეზე, ეს ყველაფერი გახსოვთ და ასევე თქვენ მოისმინეთ, რა ილაპარაკა მან ბიძინა ივანიშვილზე. ცილისწამების მთელი კასკადი. ეს გასაკვირი არ არის, როდესაც წარსულზე ასე ლაპარაკობს და ისტორიისთვის ხაზის გადასმას ცდილობს, აწმყოზეც რომ იგივეს აკეთებს. საცოდავი კაცია სინამდვილეში ლევან ბერძენიშვილი და ამას ორი მიზეზი აქვს. ერთი, მისი ფსიქოლოგიური, მენტალური პრობლემები და მეორე ის, რომ ის მუდამ ასრულებს გარედან მიღებულ დავალებებს.
ქართული ოცნება
კობახიძე ბერძენიშვილზე: უცხოელი აგენტია, იღებს დავალებებს და აგინებს ცნობილ მოღვაწეებს
tbl.ge/6dfe
დაკოპირდა

ამბობს ქართული ოცნების თავჯდომარე, ირაკლი კობახიძე. ლევან ბერძენიშვილა გუშინ, 16 მაისს თქვა, რომ მის სახლთან 20-მდე ნიღბიანი ადამიანი იყო შეკრებილი მაშინ, როცა შინ უნდა დაბრუნებულიყო.
ამავე თემაზე
- კირცხალია: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს
- წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს
- შემაშფოთებელია საქართველოს რუსეთის და ირანის მოკავშირედ წარმოჩენა – პაპუაშვილი ალიანსზე
- კობახიძე: ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია
- ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლი ფასდაუდებელია – კობახიძის ბრიფინგი




