პოლონეთი-უკრაინა

პოლონეთის მიერ კალინინგრადის კროლევიეცად მოხსენიებას რუსეთი მტრულად აფასებს

პოლონეთის მხრიდან ოფიციალურ დოკუმენტებში რუსეთის ფედერაციაში შემავალი კალინინგრადის ოლქის პოლონური სახელით, კროლევიეცად მოხსენიებას კრემლი მტრულად აფასებს

როგორც ვარშავაში იუწყებიან, საბჭოთა პერიოდის მაღალჩინოსნის, მიხაილ კალინინის სახელს ათასობით პოლონელი ოფიცრის გაჟლეტა უკავშირდება. პოლონეთის გეოგრაფიული სტანდარტების კომიტეტში აღნიშნავენ:

"უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან, რუსეთის ინფორმაციულ ომთან დაკავშირებული მოვლენები გვიბიძგებს, რომ სახელწოდებებთან დაკავშირებულ საკითხებს სხვანაირად შევხედოთ, რაც კამათის საგანი ხდება და მიუღებელია პოლონეთში... ამ ქალაქის ამჟამინდელი, რუსული სახელწოდება ხელოვნურად მიკერებულია, არც ქალაქთან აქვს რაიმე კავშირი და არც რელიგიასთან". 

კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, პოლონეთის მხრიდან ეს გადაწყვეტილება სიგიჟეს უტოლდება. 

"ჩვენ ვიცით, რომ ისტორიულად პოლონეთს რუსეთისადმი სიძულვილის გამოხატვა მსგავსი სიგიჟეებით სჩვევია". - თქვა ბრიფინგზე პესკოვმა. 

კომენტარები