9 მაისს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თქმით, ბელგიამ დაარღვია იმ პატიმრის, ფრედი ჰორიონის უფლებები, რომელიც ციხეშია 1979 წლიდან ხუთსულიანი ოჯახის მკვლელობისთვის და მას შემდეგ უარს იღებს ვადამდელ გათავისუფლებაზე.
დასავლური მედიის ცნობით, 1981 წელს ბელგიის სასამართლომ მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. მოგვიანებით ჰორიონს სასჯელი სამუდამო პატიმრობით შეუცვალეს.
ევროსასამართლოს თქმით, ჰორიონი ახლა "რთულ მდგომარეობაშია", რადგან მას "არ აქვს გათავისუფლების რეალური პერსპექტივა", რაც წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას. კონვენციის მე-3 მუხლის მიხედვით, დაუშვებელია ადამიანის წამება ან არაადამიანური, ღირსების შემლახველი მოპყრობა ან სასჯელი.
ჰორიონს 1993 წლიდან ვადამდე გათავისუფლების მოთხოვნის უფლება აქვს. ამ პერიოდიდან შეტანილი არცერთი სასჯელი სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ბელგიის სასამართლოს თქმით, ის საზოგადოებისთვის კვლავ საფრთხეს წარმოადგენს.
2017 წლის მარტში ფსიქიატრიულ ექსპერტთა ჯგუფმა დაადგინა, რომ ციხეში ჰორიონის ციხეში ყოფნა "არ იყო მიზანშეწონილი არც საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით, არც მისი რესოციალიზაციისა და საზოგადოებაში რეინტეგრაციის თვალსაზრისით". ექსპერტები ამტკიცებდნენ, რომ ჰორიონი ლეგალურ ფსიქიატრიულ განყოფილებაში უნდა მოხვედრილიყო.
თუმცა, ბელგიის კანონმდებლობით, მსჯავრდადებულ კრიმინალებს არ ეძლევათ ფსიქიატრიული დაწესებულებებით სარგებლობის უფლება, რის გამოც ბელგიის სასამართლომ მისი ვადამდე გათავისუფლება ელექტრონული მეთვალყურეობით 2018 წლის ივნისში კიდევ ერთხელ უარყო.
სტრასბურგში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ევროპის საბჭოს დაქვემდებარებული ორგანოა. ევროპის საბჭო 46 სახელმწიფოსგან შემდგარი ორგანიზაციაა. მისი გადაწყვეტილებები იურიდიულად სავალდებულოა და წევრი ქვეყნები ვალდებულნი არიან მას დაემორჩილონ.