ევროსასამართლო

საქართველო დამნაშავედ სცნეს პატიმრის სიცოცხლის ხელყოფაში

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში პატიმრობაში მყოფ ნიკო მახარაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით. სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოში   ვერ უზრუნველყვეს  ტუბერკულოზით დაავადებული პატიმრის დაცვა  , რის გამოც   ხელყოფილ იქნა მისი    ძირითადი  უფლება - სიცოცხლის უფლება  .  41 წლის  ნიკო მახარაძეს ესაჭიროებოდა ეფექტური მკურნალობა.  პატიმრის სიცოცხლის უფლების დარღვევაში ევროპის სასამართლომ  საქართველო დაადანაშაულა , რისთვისაც მახარაძის ცოლს , დალი სიხარულიძეს საქართველოს ბიუჯეტიდან კომპენსაცია-15 000 ევრო უნდა გადაეცეს.    სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება 22 ნოემბერს გამოქვეყნდა, ის საბოლოო არაა და მისი გადახედვა ნებისმიერ მხარეს 3 თვის ვადაში  შეუძლია.

ტუბერკულოზის მძიმე ფორმით დაავადებული მახარაძე სამართალდამცველებმა ნარკოტიკული დანაშაულისთვის 2006 წელს დააკავეს.  ის დამნაშავედ სცნეს და 7 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.  საპატიმროში მახარაძის  მდგომარეობა დამძიმდა,  ის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს ,  თუმცა   კი  სპეციალიზებულ სამკურნალო დაწესებულებაში  მკურნალობას მოითხოვდა.  საგულისხმოა, რომ    2008 წლის ნოემბერში ადამიანის  უფლებათა ევროპულმა სასამართლომ , რეგლამენტის  შესაბამისად,   გააკეთა მითითება მახარაძის ტუბერკულოზის სპეციალიზებულ დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ.  ადგილზე განმარტეს, რომ ეს აუცილებლობას არ წარმოადგენდა , რომ  ციხის ახალ საავადმყოფოში პატიმარს სამკურნალოდ ადეკვატური პირობები ექნებოდა. ნიკო მახარაძე  2009 წელს გარდაიცვალა. 

კომენტარები