რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ISW: თუ ახმატი ბახმუტს ვერ აიღებს, პრიგოჟინი და კადიროვი რუსეთს დაადანაშაულებენ

ევგენი პრიგოჟინი და რამზან კადიროვი

ამერიკული სამხედრო ანალიტიკური ცენტრის, ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ყოველდღიურად განახლებად ანგარიშში ვკითხულობთ, რომ კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელი, რუსი ოლიგარქი ევგენი პრიგოჟინი და ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი, სავარაუდოდ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს და რეგულარული რუსული ჯარების არაეფექტიანად წარმოჩენას ისახავენ მიზნად. ომის კვლევის ინსტიტუტის მიხედვით, ისინი ქმნიან წინაპირობებს, რათა ბახმუტის რეგიონის წარუმატებლობაში რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დაადანაშაულონ.

"ევგენი პრიგოჟინი და რამზან კადიროვი, სავარაუდოდ, მიზნად ისახავენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და რეგულარული რუსული ჯარების არაეფექტურად წარმოჩენას." - წერია ყოველდღურ ანგარიშში.

ISW წერს, რომ პრიგოჟინი რუსულ ძალებს არ ენდობა და ამაზე მისი გადაწყვეტილებაც მიუთითებს, რის მიხედვითაც, ვაგნერი მზადაა ბახმუტში ის ახმატის ქვედანაყოფმა ჩაანაცვლოს. ამასთან, ომის კვლევის ინსტიტუტის აზრით, თუ ახმატი იმავე სირთულეებს წააწყდება, რასაც ვაგნერი და ვერ შეძლებს ბახმუტის სრულად ხელში ჩაგდებას, პრიგოჟინს და კადიროვს შეუძლიათ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დაადანაშაულონ იმაში, რომ მათ ძალისხმევას მხარი სათანადოდ არ დაუჭირეს. 

"მადლობას ვუხდი რამზან ახმატოვიჩს, რომ დათანხმდა, გამონახოს ყველა აუცილებლობა და საჭირო რესურსი, რათა ბახმუტში ჩვენს პოზიციებზე ჩადგეს. მე უკვე დავუკავშირდი მის წარმომადგენლებს, რათა პოზიციების გადაცემა დაუყოვნებლივ დაიწყოს 10 მაისს, 00:00-ზე, ზუზსტად იმ დროისთვის, როცა, ჩვენი გათვლებით, სრულად ამოვწურავთ ჩვენს საბრძოლო პოტენციალს". – თქვა პრიგოჟინმა.

"ძვირფასო ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ! სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, გთხოვთ მისცეთ მითითება რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრ ს.კ. შოიგუსა და რუსეთის ფედერაციის ეროვნული გვარდიის ჯარების ფედერალური სამსახურის დირექტორ ვ.ვ. ზოლოტოვს, გასცენ საბრძოლო ბრძანებები სხვა მიმართულებებიდან ახმატის მოხსნისა და მათთვის დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში არტიომოვსკის (ბახმუტი) დასახლებულ პუნქტში კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის პოზიციების გადაცემის შესახებ". – წერია კადიროვის წერილში.

კომენტარები