საქართველო-EU

პრემიერი: ჩვენი ქვეყანა, ხალხი და მთავრობა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს

მე მჯერა, რომ ჩვენი ევროპელი მეგობრები, ევროპული სახელმწიფოები წელს მიიღებენ ერთადერთ სწორ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და საქართველოსა და ქართველ ხალხს მიანიჭებენ კანდიდატის სტატუსს, იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი და ჩვენი მთავრობა, ჩვენი ხელისუფლება იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ჩვენ, რა თქმა უნდა, კარგად გვესმის, რომ სტატუსის მინიჭება არის სიმბოლური აქტი, მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. 

შესაბამისად, კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო ჩვენი ხელისუფლების სრული მზაობა იმისათვის, რომ გავაგრძელოთ რეფორმები, რომელიც არის პირველ რიგში აუცილებელი ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის და მეორე რიგში ეს არის კიდევ უფრო მეტად დამაახლოვებელი ჩვენს ევროპელ მეგობრებთან და საზოგადოებასთან. 

ჩვენ ევროპასთან და ევროპელ ხალხთან გვაკავშირებს ძალიან ბევრი საერთო ღირებულება და ფასეულობა. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ეს ფასეულობები ეფუძნება ჩვენს ქართულ, იდენტურ, ქრისტიანულ ღირებულებებს და ამაზე არის დაფუძნებული თანამედროვე ევროპაც. 

შესაბამისად, ძვირფასო მეგობრებო, ძვირფასო ელჩებო, პატივცემულო სტუმრებო, მე მჯერა, რომ საქართველო გახდება დიდი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და საქართველო შევა ევროპაში საკუთარი ტრადიციებით, დიდი მადლობა. ვუსურვებ ევროპას მშვიდობას, სტაბილურობას, კეთილდღეობას ჩვენს ხალხებს.

თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. 

კომენტარები