რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პესკოვი პრიგოჟინზე: მისი განცხადება ვნახეთ, თუმცა, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ

დმიტრი პესკოვი

კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელის, რუსი ოლიგარქის, ევგენი პრიგოჟინის განცხადებას გამოეხმაურა. პრიგოჟინის თქმით, ვაგნერის დანაყოფები 10 მაისს ქალაქ ბახმუტს დატოვებენ.

"რა თქმა უნდა, პრიგოჟინის განცხადება ვნახეთ, თუმცა, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან ეს სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობას ეხება". - თქვა პესკოვმა.


კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა რუსმა ოლიგარქმა ევგენი პრიგოჟინმა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც დახოცილი ვაგნერელები ჩანან. პრიგოჟინი მათ სიკვდილში ადანაშაულებს რუსეთის შეიარაღებული ძალების მეთაურებს, აგინებს მათ და საბრძოლო მასალას სთხოვს.

ვიდეოში პრიგოჟინი ლანძღავს რუსეთის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუსა და მის მოადგილეს, რუსეთის გენშტაბის მეთაურ ვალერი გერასიმოვს, რომელიც უკრაინაში საოკუპაციო ძალებს მეთაურობს.

"აი, ეს ბიჭები კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერიდან, რომლებიც დღეს დაიღუპნენ, სისხლი ჯერაც არ შემშრალათ... ახლა მომისმინეთ, ბო*ებო. ესენი ვიღაცების მამები და ვიღაცების შვილები არიან. და ის ********ები, რომლებიც საბრძოლო მასალას არ გვაძლევენ, ჯოჯოხეთში მოხვდებიან... ჩვენ საბრძოლო მასალების უკმარისობა გვაქვს, 70%-იანი. შოიგუ, გერასიმოვ, სად არის საბრძოლო მასალა, ბო*ებო?". – ამბობს პრიგოჟინი ვიდეოში.

კომენტარები