პაკისტანი

პაკისტანის სკოლაში სროლის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 4 მასწავლებელი

GETTY IMAGES

4 მაისს, პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთ კურამის რაიონის სკოლაში, სულ მცირე, 7 ადამიანი მოკლეს, მათ შორის 4 მასწავლებელი. 

პოლიციის თქმით, ინციდენტში რამდენიმე შეიარაღებული ადამიანი მონაწილეობდა. ეჭვმიტანილები ჯერჯერობით არ დაუკავებიათ. 

დეტალები იმის შესახებ, თუ რა მოხდა კურამის რაიონის სკოლაში ჯერ კიდევ გაურკვეველია. 

ოფიციალური პირების ინფორმაციით, 4 მაისის დილას, კურამის რაიონში კაცს საკუთარ მანქანაში ესროლეს და მოკლეს. მათივე ინფორმაციით, კაცი იმავე სკოლის წევრი იყო. ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ სკოლაში შურისძიების მიზნით ისროლეს.

კომენტარები