ქართული ოცნება

კალაძე: ასეთი დალოცვილი ქვეყანა ვართ, ამხელა ტრადიციები გვაქვს, ამით როგორ არ უნდა იამაყო

უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ ამ ქვეყანაში დავიბადე, უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ ამ ქვეყანაში გავიზარდე და ქართველი ვარ. მეამაყება, რომ ძალიან მაგარი ერი ვართ და ყოველთვის ასე ვიყავით... არის ერები, ქვეყნები, არანაირი წარსული, არანაირი ისტორია არ აქვთ და რაღაცებს იგონებენ, ისტორიებს თხზავენ, იგონებენ, რომ სხვა ქვეყნებს, ჩამოსულ ტურისტებს თავი მოაწონონ და ჩვენ, ასეთი დალოცვილი ქვეყანა ვართ, ამხელა წარსული გვაქვს, ამხელა ტრადიციები გვაქვს, ამდენი წარმატებული ადამიანია და ამით როგორ არ უნდა იამაყო, პირიქით, მაგრები ვართ ქართველები, ძალიან მაგარი ერი ვართ, ძალიან მაგარი ქვეყანა, ულამაზესი, ამ ყველაფერს სჭირდება მშვიდობა,  ეკონომიკური განვითარება, იმისთვის, რომ ის, რაც გვაქვს მოსაწესრიგებელი, გასაკეთებელი, ყველაფერი გაკეთდეს.

თბილისის მერი კახა კალაძე TV იმედზე.

კომენტარები