რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ФСБ-ს მტკიცებით, რუსეთში შენიღბული ასაფეთქებლები საქართველოს გავლით შეჰქონდათ

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) მტკიცებით, ბულგარეთიდან, თურქეთისა და საქართველოს გავლით, უკრაინულ სპეცსამსახურებს რუსეთში საყოფაცხოვრებო ნივთებად შენიღბული ბომბების ნაწილები შეჰქონდათ.

ФСБ-ს მტკიცებით, მათ აღკვეთეს უკრაინის სამხედრო დაზვერვის მიერ ყირიმში დაგეგმილი "ტერაქტები", რომელთა შორისაც ოკუპირებული რეგიონის მეთაურზე, სერგეი აკსენოვზე თავდასხმაც იგეგმებოდა.

"უშიშროების ორგანოებმა გახსნა და ლოკალიზება მოახდინა უკრაინის სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული კონტრაბანდის საერთაშორისო არხი, რომლის მეშვეობითაც ბულგარეთიდან რუსეთში, თურქეთისა და საქართველოს ტერიტორიების გავლით, შედიოდა საყოფაცხოვრებო ელექტროღუმელებად კამუფლაჟირებული ასაფეთქებელი ნივთიერებები და ასაფეთქებელი მოწყობილობების კომპონენტები, რომლებიც ამ ჯგუფის წევრებს ტერორისტულ საქმიანობაში უნდა გამოეყენებინათ". – ნათქვამია ФСБ-ს განცხადებაში. 

ФСБ-მ საქმესთან დაკავშირებით 7 პირი დააკავა.

კომენტარები