რუსეთის უსაფრთხოების სამსახური

ФСБ: ყირიმში უკრაინულ დაზვერვასთან დაკავშირებული 7 ადამიანი დავაკავეთ

politeka.net

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ინფორმაციით, ყირიმში უკრაინულ დაზვერვასთან დაკავშირებული შვიდი ადამიანი დააკავა.

რუსეთის მტკიცებით, ისინი რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში დივერსიებისა და ტერორისტული აქტების სერიას გეგმავდნენ.

ФСБ-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდასხმები რუსეთის ოფიციალური პირების, მათ შორის, ადგილობრივი გუბერნატორის სერგეი აქსიონოვის წინააღმდეგ იგეგმებოდა.

ამავე ინფორმაციით, რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა ამოიღო ასაფეთქებელი მოწყობილობები, რომლებიც იდენტურია იმ ასაფეთქებლების, რაც თებერვალში ყირიმში რკინიგზაზე თავდასხმისას გამოიყენეს.

განცხადებაში აქსიონოვმა აღნიშნა, რომ ორივე სავარაუდო ინციდენტის უკან უკრაინის ხელისუფლება დგას, თუმცა, ამის დამდასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. 

კომენტარები