კანონი LGBT პროპაგანდაზე

ჯაფარიძე ALT-INFO-ს კანონზე: დაგვიჭერენ ყველას, ვინც გავაპროტესტებთ იმას, რაც რუსეთში გვაბრუნებს

ტაბულა

პარტია გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურა ჯაფარიძე პუტინისტური ალტ-ინფოს ლიდერების მიერ დარეგისტრირებულ და ევროპული სოციალისტების ლიდერის, ფრიდონ ინჯიას მიერ გაჟღერებული ჰომოფობიურ კანონებს ეხმაურება. ჯაფარიძე პროექტს მორიგ რუსულ კანონს უწოდებს.

"რუსული კანონის უკან წაღების შემდეგ ვამბობ, რომ ესენი კიდევ გააკეთებენ რამეს, რაც შეუძლებელს გახდის ევროკავშირისთვის ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მოცემას. ივანიშვილის მიზანია, ერთი მხრივ, პროევროპულად განწყობილი მოსახლეობის ნაწილის დაშტერება, რომ თითქოს ყველაფერს აკეთებს სტატუსის მისაღებად, ხოლო, მეორე მხრივ, ამ პროცესისთვის მაქსიმალურად ხელის შეშლა, რათა თავის სამართლებელი ჰქონდეს კრემლთან სტატუსზე გეოპოლიტიკური მიზეზებით დადებითი პასუხის მიღების შემთხვევაში – ყველანაირად შევეცადე ჩაგდება, მაგრამ რა ვქნა, მაინც მოგვცეს.

ის, რაც ახლა ხდება ალტ-ინფოს ახალი კანონით (თუნდაც ინჯიას დაარეგისტრირებინონ ხელახლა), არის სწორედ ეს – სტატუსის მიღებისთვის და ზოგადად ევროპული არჩევნისთვის კიდევ ერთხელ ძირის გამოთხრა. მორიგი საბოტაჟი. ეს კანონი არის მიმართული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ და საფუძველს შექმნის ევროპული მომავლისთვის მებრძოლი აქტივისტების (გინდა პარტიული, გინდა უპარტიო) რეპრესიებისთვის. დაგვიჭერენ ყველას, ვინც გავაპროტესტებთ ნებისმიერ რამეს, რაც ამ ქვეყანას აბრუნებს რუსეთში. ეს არის დიდი ნაბიჯი რუსეთიზაციისკენ. იგივე მიზნის უფრო სწრაფად მიღწევა, რასაც ვერ მიაღწიეს წინა რუსული კანონით. ანუ, უარესია ვიდრე მათი წინა მცდელობა. ესენი არიან რუსები. იქცევიან, როგორც რუსები. გვექცევიან, როგორც რუსები. ამათმა უნდა გააჯვან". – წერს ჯაფარიძე.

პუტინისტური პარტია კონსერვატიული მოძრაობის წევრები და 2021 წლის 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები – გიორგი ქარდავა, ზურაბ მახარაძე, ირაკლი მორგოშია, შოთა მარტინენკო და კონსტანტინე მორგოშია – პარლამენტისთვის წარდგენილი კანონპროექტით LGBT+ ადამიანების მანიფესტაციების შეზღუდვას ითხოვენ. მათ პროექტი პარლამენტში 2022 წლის ზაფხულში წარადგინეს. მოძალადეებმა პარლამენტში კანონპროექტი მინიმუმ 25 000 ამომრჩევლის მიერ ხელმოწერილი საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენის წესის გზით დაარეგისტრირეს.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში პუტინისტები წერენ, რომ უნდა აიკრძალოს შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება, "თუ იგი მიზნად ისახავს, ან რომლის დროსაც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს სექსუალური ორიენტაციის დემონსტრირებას, პოპულარიზაციას ან/და პროპაგანდას".

ამასთან, 3 მაისს ფრიდონ ინჯიამ თქვა, რომ ის მოამზადებს კანონპროექტს, რომელიც, საქართველოში "LGBT პროპაგანდას" შეზღუდავს.

კომენტარები