სერბეთი

სერბეთის სკოლაში მე-7 კლასელმა ცეცხლსასროლი იარაღით 9 ადამიანი მოკლა

სერბეთის პოლიციის ცნობით, 3 მაისს ბელგრადის სკოლაში ერთ-ერთმა მოსწავლემ ცეცხლსასროლი იარაღით დაცვის თანამშრომელი და 8 მოსწავლე მოკლა. დაჭრილებს შორის არიან მასწავლებელი და 6 მოსწავლე.

თავდამსხმელი მე-7 კლასის მოსწავლე იყო. ის სამართალდამცავებმა ადგილზე დააკავეს. 

პოლიციის ინფორმაციით, 14 წლის ბიჭს წინასწარი სია და საკლასო ოთახის ესკიზები ჰქონდა შედგენილი. დანაშაულის მოტივთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. 

სერბეთში იარაღის კონტროლთან დაკავშირებით მკაცრი აკრძალვებია და მასობრივი სროლა იშვიათი მოვლენაა. 

კომენტარები