ბულგარეთი

ბულგარეთში გენერალური პროკურორის მკვლელობა სცადეს – მედია

BGNES News Agency

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბულგარეთში გენერალური პროკურორის, ივან გეშევის მკვლელობა სცადეს

როგორც ადგილობრივი მედია, BGNES News Agency წერს, სოფელ კოვაჩევოს მახლობლად მიმავალ გზაზე უცნობმა პირებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა დაამონტაჟეს. ბომბი ივან გეშევის ავტოკოლონის წინ აფეთქდა, თუმცა, შედეგად არავინ დაშავებულა.

ამავე ინფორმაციით, თავდაპირველად გეშევს გეზი თურქეთისკენ ჰქონდა, თუმცა, ბოლო მომენტში მან მარშრუტი შეცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძიება, მოხდა თუ არა გენერალური პროკურორის მარშრუტის ცვლილების შესახებ ინფორმაციის გაჟონვა. 

როგორც ადგილობრივი მედია წერს, აღნიშნულ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

ოფიციალური პირები ჯერჯერობით მკვლელობის მცდელობის მოტივებზე არ საუბრობენ.

კომენტარები