2023 წლის არჩევნები თურქეთში

რეჯეფ თაიფ ერდოღანი ავადმყოფობის შემდეგ წინასაარჩევნო კამპანიას დაუბრუნდა

REUTERS

29 აპრილს, თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი  დასავლეთ თურქეთში პირველად გამოჩნდა მას შემდეგ, რაც სამი დღის წინ პირდაპირ ეთერში ცუდად გახდა და წინასაარჩევნო კამპანიებში მონაწილეობა ვერ მიიღო

BBC-ის ინფორმაციით, პრეზიდენტი თითქმის 40 წუთის განმავლობაში ლაპარაკობდა. გამოსვლისას ერდოღანმა ოპოზიციას დასცინა და თქვა, რომ მხოლოდ მას შეუძლია თურქეთის განვითარება.

30 აპრილს, ერდოღანის მთავარი კონკურენტი, ქემალ ქილიჩდაროღლუ იმავე ადგილზე აქციას გამართავს. გამოკითხვების მიხედვით, ერდოანი ქილიჩდაროღლუს ოდნავ ჩამორჩება. 

ერდოღანი 26 აპრილს პირდაპირ ეთერში, სატელევიზიო ინტერვიუს დროს ცუდად გახდა

"როდესაც მისი ჯანმრთელობის შესახებ ახალი ამბავი გავიგე, ღმერთს ვთხოვე, ჩემთვის მოეცა მისი ავადმყოფობა. მზად ვარ, მის გამო ტკივილი ავიტანო, ის ყველაფერს გვაძლევს." - თქვა 42 წლის გურბეტ დოსტუმმა. 


საყოველთაო არჩევნები თურქეთში ერდოღანმა 14 მაისს დანიშნაPolitico კვლევებზე დაყრდნობით წერს, რომ თურქეთის ლიდერს 20-წლიანი მმართველობის მანძილზე ყველაზე რთული არჩევნები ელის. 

თუ არც ერთი საპრეზიდენტო კანდიდატი არ მიიღებს 50%-ზე მეტს 14 მაისს კენჭისყრაში, პირველი ორი კანდიდატი უკვე მეორე ტურში შეეცდება გამარჯვების მოპოვებას.

ერდოღანი წინა საარჩევნო კამპანიისას ანტიდასავლურ განცხადებებს არ ერიდება. ჯერ კიდევ გასული თვის დასაწყისში ამბობდა, არ დაუშვებდა ქვეყნის ომში ჩათრევას და მიანიშნებდა, რომ ამ უკანასკნელს დასავლეთი ცდილობდა.

ოპოზიციის საერთო კანდიდატი, ქემალ კილიჩდაროღლუა. მესამე კანდიდატად მუჰარემ ინჯე განიხილება, რომელიც, წინასწარი მონაცემებით, 5%-დან 10%-მდე დააგროვებს. მკვლევრები ამბობენ, რომ ეს კანდიდატი მხარდამჭერებს დიდი ალბათობით მთავარი ოპოზიციური ძალის წარმომადგენელთან, ქემალ კილიჩდაროღლუსთან გაიზიარებს. შესაბამისად, მეორე ტური ერდოღანს აწყობს.

კომენტარები